
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი, – ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
Comments (0)